საზოგადოება

გადაწყვეტილება: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს — პერსპექტივა

23 ივნისი, 2022 • 2985
გადაწყვეტილება: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს — პერსპექტივა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველოს შემთხვევაში კი მოხდება ევროპული პერსპექტივის აღიარება:

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“ ,- წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, მიშელის თქმით, ორივე ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. გადაწყვეტილება ოფიციალურად ხვალ, 24 ივნისს დამტკიცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი