ძლიერმა მიწისძვრამ ავღანეთში 280 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 600-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც BBC ავღანეთის სახელმწიფო მედიასააგენტოზე დაყრდნობით აცხადებს, სტიქიამ ნგრევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გამოიწვია.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, დაღუპულთა რიცხვის გაიზარდოს. BBCწერს, რომ ბიძგების სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდას შეადგენდა და ეპიცენტრი დასახლებული პუნქტიდან 40 კილომეტრში იყო. ბიძგები ავღანეთიდან 500 კილომეტრში, პაკისტანსა და ინდოეთშიც იგრძნობოდა.
BBC წერს, რომ ავღანეთი სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს და ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მიწისძვრების გამო 7 000 ადამიანი დაიღუპა. გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთში ყოველწლიურად მიწისძვრის შედეგად საშუალოდ 560 ადამიანი იღუპება.