ახალი ამბები

„დრაფტით“, კანდიდატობა საქართველოს პირობების შესრულების შემდეგ – იოზვიაკი

22 ივნისი, 2022 • 1008
„დრაფტით“, კანდიდატობა საქართველოს პირობების შესრულების შემდეგ – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპული საბჭო, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება ასოცირების ტრიოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მისაღებად, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს:

  • „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას“;
  • „ევროპული საბჭო ასევე მზად არის, მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებული კონკრეტული პრიორეტეტები იქნება შესრულებული“.

იოზვიაკის თანახმად, ასეთია ევროპული საბჭოს მიერ შემუშავებული საბოლოო გადაწყვეტილების სამუშაო ვერსია.

17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, მიიღოს  ევროპული პერსპექტივა გარკვეული პირობების სანაცვლოდ, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლის კანდიდატობასაც დაუჭირა მხარი.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი