ახალი ამბები

არ შეიძლება მოლდოვის უკრაინისგან გამიჯვნა – მაკრონი EU-კანდიდატობაზე

15 ივნისი, 2022 • 1807
არ შეიძლება მოლდოვის უკრაინისგან გამიჯვნა – მაკრონი EU-კანდიდატობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირისგან ელის „მკაფიო და პოზიტიურ“ პასუხებს მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელსაც, მსგავსად საქართველოსა და უკრაინისა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება სურს.

მისი თქმით, მოლდოვა ამ მკაფიო პასუხებს მიიღებს, თუმცა, მისივე განცხადებით, ალიანსში გაწევრიანება დაკავშირებული იქნება პირობებთანაც.

მაკრონისვე განცხადებით, ამ პროცესში არ შეიძლება უკრაინისა და მოლდოვის ერთმანეთისგან გამოყოფა, თუმცა, როგორც Politico იუწყება, ფრანგმა ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველო „გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას“ იმყოფება.

„მინდა გამოვაგზავნოთ მკაფიო, პოზიტიური სიგნალი, მაგრამ აუცილებელია გვქონდეს თანხმობა ევროკავშირის წევრებს შორის. მე არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია მოლდოვის უკრაინისგან გამიჯვნა“, – განაცხადა მაკრონმა.

გამოცემის თანახმად, საქართველო განიხილება როგორც „პოტენციური კანდიდატი“.

დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მაკრონი მოლდოვის შემდგომ კიევში ჩასვლასაც გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი