ახალი ამბები

საქართველო პირველად მონაწილეობს „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში

15 ივნისი, 2022 • 2033
საქართველო პირველად მონაწილეობს „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში

საქართველო და, შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერი ბურჭულაძე პირველად მონაწილეობენ  ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში. შეხვედრა ბრიუსელში მიმდინარეობს და მას დაახლოებით 50 ქვეყანა ესწრება.

შეხვედრას, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ოსტინ ლოიდი უძღვება, უკრაინის თავდაცვისუნარიანობას ეხება. პირველად ეს შეხვედრა გაიმართა გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე.

მანამდე საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ნატოში საქართველოს ელჩზე, ვიქტორ დოლიძეზე დაყრნობით რუსთავი 2-მა გაავრცელა.

„მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობის შეხვედრაა და საქართველო რომ პირველად მონაწილეობს, შეიძლება, ისტორიულიც დავარქვათ, რასაც შემდეგ, უკვე საღამოს მოსდევს თავდაცვის მინისტერიალი, რომელზეც ჩვენი თავდაცვის მინისტრი საქმიან ვახშამზე წარდგება კოლეგების წინაშე, ექნება გამოსვლა და ინტერაქცია მოკავშირეებთან”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანიასთან.

უწყებისგან დამატებითი დეტალების მიღების შემდე მასალა განახლდება.

მანამდე „რამშტაინის ფორმატის“ ორი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. 


ნატოს თავდაცვის მინისტერიალში საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს.

მანამდე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, დრაგომირ ზაკოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი