ახალი ამბები

„ლელო“ იქნება 16 ივნისის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისსაც

14 ივნისი, 2022 • 927
„ლელო“ იქნება 16 ივნისის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისსაც

„ლელო“ იქნება 16 ივნისის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზეც. ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობაა საჭირო.

„როგორც არასდროს, გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. „ლელო“ იქნება 16 ივნისის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე. საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!“ – აცხადებს ხაზარაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია – „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა.

მისი თქმით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია ბევრ საფრთხეს უკავშირდება.

16 ივნისის აქციაზე კი მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, მმართველი გუნდის.

პრეზიდენტის პასუხად „სირცხვილიამ“ განაცხადა, რომ აქციას არ გადადებს, თუმცა მის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე მიიღებს და სთავაზობენ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე, პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მისი გადადებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი