ახალი ამბები

რუსეთში McDonald’s-ის რუსული ვერსიის ლოგო გამოაქვეყნეს

11 ივნისი, 2022 •
რუსეთში McDonald’s-ის რუსული ვერსიის ლოგო გამოაქვეყნეს

რუსეთში McDonald’s-ის რუსული ვერსიის ლოგო გამოაქვეყნეს.

BBC-ის თანახმად, ახალი ლოგო რუსულმა სწრაფი კვების ქსელმა წარადგინა, რომელიც ადრე ქვეყანაში მაკდონალდსის წარმომადგენელი იყო. მას შემდეგ, რაც McDonald’s-მა უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების გამო რუსეთის ბაზარი დატოვა, რუსეთში მისი ალტერნატიული რესტორნების გახსნისთვის ემზადებიან.

ახალი რუსული ქსელის ლოგო კი წრეს და ორ ხაზისასაგან შედგება, რომლებიც, როგორც ამბობენ, ბურგერს და ორ კარტოფილ „ფრის“ ნიშნავს.

კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია ახალი ქსელის სახელი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი