ახალი ამბები

საქართველო-ბულგარეთის მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა

10 ივნისი, 2022 • 1891
საქართველო-ბულგარეთის მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა

საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ყველა ბილეთი შეხვედრამდე ორი დღით ადრე გაიყიდა.

შეხვედრა საფეხბურთო ნაკრებებს შორის თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, 12 ივნისს გაიმართება.

სტადიონზე 54 ათასზე მეტი ადამიანისთვისაა ადგილი გათვალისწინებული.

გუნდები ერთმანეთს უეფას ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ფარგლებში მეორედ დაუპირისპირდებიან.

პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთში ანგარიშით 2:5 მოიგო.

ამჟამად საქართველო გათამაშების „C“ ლიგის მე-4 ჯგუფს 9 ქულით, უდანაკარგოდ ლიდერობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი