საქართველოს საკითხებზე მომუშავე წამყვანი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტამდე ქართველ პოლიტიკოსებს კვლავ აქვთ დრო „რაღაცების გამოსასწორებლად“:
„შეწყვიტეთ მაპოლარიზებელი ენის გამოყენება, დაუბრუნდით 19 აპრილის [შარლ მიშელის] შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეწყვიტეთ რუსული დეზინფორმაცია“, – წერს იგი ტვიტერზე.
?? We adopted a landmark resolution on #Georgia. There still is some time before the EU summit for ?? politicians to start improving things.
Stop polarising language, rejoin the April 19 agreement, start fixing the judiciary, stop Russian disinformation. #Candidacy4Georgia pic.twitter.com/C7GmXx4sJQ— Viola von Cramon (@ViolavonCramon) June 9, 2022
ევროპარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.
რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. მოლდოვისა და უკრაინის შესახებ მსგავსი დათქმა არ არის.








