ახალი ამბები

პუტინმა თავი პეტრე I-ს შეადარა და ტერიტორიების დაბრუნება დაისახა მიზნად

9 ივნისი, 2022 • 1064
პუტინმა თავი პეტრე I-ს შეადარა და ტერიტორიების დაბრუნება დაისახა მიზნად

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავი პეტრე პირველს შეადარა და განაცხადა, რომ მისი მიზანი რუსეთის „ტერიტორიების დაბრუნებაა“.

„ცხადია, რომ ჩვენ გარკვეულწილად გვიწევს თავის დაცვა, თავდაცვისთვის ბრძოლა. აი, ახლა ვიყავით გამოფენაზე, რომელიც პეტრე I-ის 350 წლის იუბილეს ეძღვნება. თითქმის არაფერი შეცვლილა. გასაოცარია“, – განაცხადა მან.

პუტინმა გაიხსენა პეტრე პირველის მიერ ბალტიისპირეთის დაპყრობა შვედეთის წინააღმდეგ ომში და განაცხადა, რომ ტერიტორია, რაც მან დაიპყრო, რუსეთს ეკუთვნოდა:

„იგი ტერიტორიებს იბრუნებდა და აძლიერებდა“, – თქვა მან და მიანიშნა, რომ იგივეს აკეთებს უკრაინასთან ბრძოლით: „როგორც ჩანს, ჩვენც მემკვიდრეობით გვერგო ტერიტორიების დაბრუნება და გაძლიერება“.

მან ასევე თქვა, რომ როდესაც პეტრე პირველმა სანკტ-პეტერბურგი დააარსა დაპყრობილ მიწაზე, „არცერთი ქვეყანა მას რუსულ ტერიტორიად არ აღიარებდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი