ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

9 ივნისი, 2022 • 785
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

საქართევლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილი ბრიუსელში მიშელის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“.

მათივე ცნობით, ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.

მასალების გადაბეჭდვის წესი