ახალი ამბები

7-9 ივლისს თბილისი 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს

9 ივნისი, 2022 • 1578
7-9 ივლისს თბილისი 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს

7-9 ივლისს თბილისი უმასპინძლებს რიგით 25-ე ჯაზფესტივალს. ორგანიზატორთა თქმით, “წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან”. მათ შორის:

7 ივლისი — 5 გრემის მფლობელი დაიანა რივსი და მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული;

8 ივლისი — მისტიკური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელშიც ერთიანდება ჯაზის სამი შემსრულებელი: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი;

9 ივლისი — ვიჯეი აიერი და მისი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი

წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი”. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა, სახელწოდებით “როგორც მესმოდა…”, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება. ორგანიზატორთა ცნობით:

19:30 სთ-დან დარბაზში „ჯაზსინემა“ მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება, მაყურებელი ასევე იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ. 

21:00 სთ-დან მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება. 

23:00 სთ-დან სივრცეში „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე წარდგებიან მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი. 

ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ ვინილების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს.

ფესტივალის ბილეთები www.tkt.ge-ზე იყიდება. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე — 10%-იანი ფასდაკლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი