ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროპარლამენტი განიხილავს საკვანძო რეზოლუციას ევროკავშირის ისტორიულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე.
„საქართველოს ჰყავს ცოცხალი, ევროპული საზოგადოება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას საქართველოსთვის, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიის უკანდახევას. ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა“, — აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
?? Important day for #Georgia, the EU Parliament will debate a key resolution short before the historic ?? summit. ?? has a vibrant, European society.
We support the #EU candidacy for Georgia as soon as its government stops democratic backsliding. The ball is in GD’s court. pic.twitter.com/jCdfeYTLLl— Viola von Cramon (@ViolavonCramon) June 8, 2022
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უახლოეს პერიოდში ელიან ევროკომისიის შეფასებას ამ ქვეყნების გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.
ევროპარლამენტი დღეს განიხილავს, ხვალ, 9 ივნისს კი კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტის უსაფრთხოებაზე.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს