ახალი ამბები

დღეს პარლამენტში პაპუაშვილის ანგარიშს მოუსმენენ – შენობაში შესვლა შეიზღუდება

8 ივნისი, 2022 •
დღეს პარლამენტში პაპუაშვილის ანგარიშს მოუსმენენ –  შენობაში შესვლა შეიზღუდება

დღეს, 8  ივნისს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში შესვლა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტი ავრცელებს.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უკავშირდება პარლამენტის თავმდჯომარის, შალვა პაპუშვილის ანგარიშის წარდგენას, რომელსაც მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„8 ივნისს  საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი