პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურას, 80 ხმით 9 წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა წარადგინა.
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად 2019 წლის აპრილში დაინიშნა და პოსტს 2022 წლის 9 თებერვლამდე იკავებდა. გადადგომისას თურნავამ განაცხადა, რომ სფეროს შეცვლისა და ძალების სხვა ასპარეზზე მოსინჯვის სურვილი აქვს.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მისი პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან კობა გვენეტაძე იკავებს, რომელსაც უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ეწურება. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურნავა სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე განიხილება.