რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს.
თემურ ჩხეიძე სხვადასხვა დროს იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, ნოდარ დუბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ასევე, მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
გასული საუკინის 90-იანი წლებიდან ის რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის დრამატულ თეატრში საქმიანობდა.
რეჟისორს დადგმული აქვს ათეულობით დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.