ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პრეზიდენტი გაგლოევი ქართულ სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობს” – ცხინვალი

3 ივნისი, 2022 • 3439
“პრეზიდენტი გაგლოევი ქართულ სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობს” – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ეხმაურება რუსი პოლიტოლოგის, სერგეი კარაუხოვის ვარაუდებს და აცხადებს, რომ ახალარჩეულ დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს ქართულ  და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ აქვს. უწყება განმარტებებს ითხოვს.

უწყების ცნობით, რუსმა პოლიტიკოგმა კარნაუხოვმა გაგლოევის შესახებ განაცხადა, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი გაგლოევი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესების შესაძლო ლობირებაში დაადანაშაულა.

დე ფაქტო უშიშროებაში აცხადებენ, რომ რუსი პოლიტოლოგის აღშნიშნული მოსაზრება არა მხოლოდ სიმართლესთანაა შეუსაბამო, ის ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებსაც.

“არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი სპეციალურ შემოწმებას გადის, რაც გამორიცხავს უმაღლეს თანამდებობაზე იმ ადამიანის შეღწევას, რომლის ბიოგრაფიაში შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივი და მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის ნიშნები არსებობს”.

უწყების განმარტებითვე, ალან გაგლოევი უშიშროების ოფიციცერია, ასევე, მონაწილეობდა 2008 წლის ომში, რომლის დროსაც გაგლოევის ოჯახმა მძიმე დანაკარგები განიცადა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს გაიმართა, წინასწარი შედეგებით ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერმა ალან გაგლოვმა 53,67% -ხმით [14 505 ამომრჩეველი] გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი