თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა.
დაშავებული მოქალაქე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ნეტგაზეთს კლინიკაში განუცხადეს, რომ დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.