ახალი ამბები

ვიდეოდაკვირვება საარჩევნო უბნებზე

6 აპრილი, 2010 • 1289
ვიდეოდაკვირვება საარჩევნო უბნებზე

 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვიდეოდაკვირვება  თბილისის, ბათუმის და ქუთაისის  საარჩევნო  ოლქების ყველა უბანზე განხორციელდება.

ამის შესახებ სპეციალური განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 3 აპრილს მიიღო.

ცესკო 30 მაისის არჩევნებზე გამოიყენებს იმ აპარატურის ნაწილს, რომლითაც განახორციელა დაკვირვება 2008 წლის საპარლამენტო  და საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხოლო ნაწილს შეიძენს.

როგორც ცესკოს  პრეცენტრში აცხადებენ  კანონი არ ავალდებულებს საარჩევნო ადმინისტრაციას ყველა უბანში დაკვირვებას და ეს ქალაქები ჩაითვალა პრიორიტეტულად.

როგორც ცესკოს წარმომადგენელმა ჯული გიორგაძემ ”ნეტგაზეთს” განუმარტა მართალია საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს საარჩევნო უბნებზე ვიდეოდაკვირვების გამოყენებისა და ასევე არსებობს ეუთოს სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და ვენეციის კომისიის დასკვნები, რომლებიც არ უწევენ რეკომენდაციას საარჩევნო ადმინისტრაციას გამოიყენენონ ვიდეო დაკვირვება საარჩევნო უბნებში იმ შემთხვევაშიც კი თუ კამერები არ იქნება მიმართული სააღცევნო კაბინებისკენ, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამ ქალაქში მოხდეს ამგვარი დაკვირვება, რადგან ცესკომ გაითვალისწინა 2008 წლის არჩევნების პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი