ახალი ამბები

ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკვე 36 წუთით გადაიდო – რა არის მიზეზი

28 მაისი, 2022 • 1678
ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკვე 36 წუთით გადაიდო – რა არის მიზეზი

განახლება: მატჩი თბილისის დროით 23:36 საათზე დაიწყო.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჯერ 15 წუთით, ახლა კი უკვე 36 წუთით გადაიდო.

უეფას თანახმად, ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომებია. პოლიციამ, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ვითარების განსამუხტად.

ფოტო: ESPN

ტვიტერზე არაერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ სტად დე ფრანსის მოედანზე შესასვლელად ასობით ადამიანი, – რომელთან მატჩის ბილეთები აქვთ, – კვლავ რიგში დგას და მოედანზე შესვლას ვერ ახერხებს.

კადრებში ასევე ჩანს, როგორ შერბიან გულშემატკივრები მოედანზე, დაცვა კი მათ შეჩერებას ვერ ახერხებს.

ჩანიშნულ მატჩამდე 20 წუთით ადრე საფრანგეთის პოლიციამ გულშემატკივარს მოუწოდა, ნუ ეცდებოდნენ მოედანზე ძალის გამოყენებით შესვლას.

ფინალური მატჩი მადრიდის რეალსა და ლივერპულს შორის იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი