ახალი ამბები

მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დაბრუნდებით დემოკრატიზაციის გზაზე – კრამონი

26 მაისი, 2022 • 743
მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დაბრუნდებით დემოკრატიზაციის გზაზე – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისი თქმით, ყველაზე კარგად დამოუკიდებლობის ფასი ქართველმა ხალხმა იცის, რადგან გასულ საუკუნეში მათ  ის ორჯერ გამოაცხადეს – პირველად რუსეთის იმპერიისგან და მეორედ, საბჭოთა კავშირისგან.

კრამონის თქმით, დამოუკიდებლობა ადვილი არ არის და ის ბრძოლასა და ბევრ შრომას მოითხოვს.

„ამ რთულ პერიოდში საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება.ჩვენ, საქართველოს მეგობრებო, არასოდეს ვაღიარებთ ე.წ არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს რუსეთთან „შეერთების“ შესახებ. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.

დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას თქვენს აწმყოზე და თქვენი მომავლის განსაზღვრას. ქართველების უმრავლესობამ ევროპული მომავალი აირჩია. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დაბრუნდებით დემოკრატიზაციის გზაზე.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – წერს ტვიტერზე ვიოლა ფონ კრამონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი