ახალი ამბები

მალხაზ სონღულაშვილმა დოჰას რელიგიათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ჯილდო მიიღო

25 მაისი, 2022 • 775
მალხაზ სონღულაშვილმა დოჰას რელიგიათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ჯილდო მიიღო

დოჰაში რელიგიათაშორისი დიალოგის ფარგლებში მე-14 კონფერენცია გაიმართა, რომლის თემა იყო „რელიგიები და სიძულვილის ენა: წმინდა წერილსა და პრაქტიკას შორის“.

კონფერენციაში 70 ქვეყნიდან 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, რელიგიური მეცნიერები, ყოფილი საჯარო მოხელეები, აკადემიკოსები, რელიგიური დაწესებულებების ხელმძღვანელები, სტუდენტები, საქველმოქმედო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და სიძულვილის ენით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების წარმომადგენლები.

2022 წლის დოჰას რელიგიათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ჯილდოს გამარჯვებულები გახდნენ: დოქტორი მუჰამედ ხალიფა ჰასანი ეგვიპტიდან, დოქტორი საბრინა ლეი იტალიიდან და ეპისკოპ, ტოლერანტობის კულტურის გავრცელების, სიძულვილის ენის უარყოფისა, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევისთვის დაჯილდოვდნენ.

DICID-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა მოჰამედ ალ ღამდიმ განაცხადა, რომ ჯილდოს მიზანია რელიგიათაშორისი დიალოგისა და თანაარსებობის ხელშეწყობა და ამ მხრივ გამორჩეული წარმატების ისტორიების ხაზგასმა. მისი თქმით, ჯილდოზე ოთხ კატეგორიაში განაცხადი 40-მა ადამიანმა და ათმა ორგანიზაციამ გააკეთა. ისინი მათი საერთაშორისო და სამეცნიერო მიღწევების, ასევე რელიგიათაშორის საუბარსა და დისკურსში წვლილისთვის შეფასდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი