ახალი ამბები

ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებთან სახელმწიფოს ძალისხმევა შესუსტებულია – ლილუაშვილი

24 მაისი, 2022 •
ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებთან სახელმწიფოს ძალისხმევა შესუსტებულია – ლილუაშვილი

პარტია საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი ბექა დაუშვილი აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს ძალისხმევა შესუსტებულია.

ამის შესახებ მან დღეს, 24 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რითაც ბოლო დღეებში მომხდარ ფემიციდის შემთხვევებს გამოეხმაურა. გასულ დღეებში ქმარმა ცოლი მოკლა, ხოლო კიდევ ერთ შემთხვევაში ქალი დაჭრეს.

ლილუაშვილის თქმით, ამ დანაშაულებების წინააღმდეგ სახელმწიფოს ძალისხმევა ვერ იქნება ეფექტიანად განხილული, თუ ის  საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით კომპლექსურად არ იწარმოება.

„ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი უწყებების ასეთი კომპლექსური ძალისხმევა ბოლო პერიოდში შესუსტებულია. ქალთა მიმართ ძალადობა ოჯახური ძალადობაა და ჩვენ რეალობაში მნიშვნელოვანი სტიგმატიზირებული დანაშაულის სახეა. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში წამახალისებელი გარემო შეიქმნა, ვინაიდან მსხვერპლი ქალების მხრიდან, გართულდა ამ დანაშაულზე ინფორმაციის შეტყობინების შესაძლებლობა.

აღნიშნულს შესაბამისი სტატისტიკა მოწმობს, რომელიც აჩვენებს 112-ში შესული შეტყობინებების კლების ტენდენციას. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შეტყობინებების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, ის რომ მსხვერპლ ქალებს ამ ძალადობაზე შეტყობინების შესაძლებლობა შეეზღუდათ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რადგან ეს პირველ რიგში, მათი პასუხისმგებლობაა, რომ იხელმძღვანელოს გასული წლების პრაქტიკით ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რომელიც 2018-2019 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგროვდა და მაღალი თანამდებობის პირებს მოვუწოდებ, რომ ყველა პოლიტიკური პლატფორმა გამოიყენოს ამ დანაშაულთან ბრძოლაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა დაფიქსირდეს და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შესაძლებლობები დანაშაულის ბრძოლის კუთხით გაძლიერდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი