ახალი ამბები

„ მეორე არხის“ მემორანდუმს ოთხი პარტია შეურთდა

2 აპრილი, 2010 • 1288
„ მეორე არხის“  მემორანდუმს ოთხი პარტია შეურთდა

საზოგადობებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“  მემომარუნდუმს კიდევ ოთხმა პარტიამ მოაწერა ხელი. ესენია: რესპუბლიკელები, „მემარჯვენეები“, „მრეწველები“ და „საქართველოს გზა“.

ხსენებულ მემორანდუმს ხელი პირველად 22 თებერვალს მოეწერა 10 –ზე მეტი პოლიტიკური პარტიის მიერ. მათ შორის არიან მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, „ედპ“, „კონსერვატორები“ და სხვ.

 „მეორე არხი“ პირდაპირ ეთერში აშუქებს პარლამენტის სხდომებს, პარტიების ბრიფინგებს. პოლიტიკურ პარტიებს „პრაიმ ტაიმის“ დროს ერთ საათიანი პირდაპირი ეთერი ეთმობათ.

ამავე თემაზე:

ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემორანდუმი გააფორმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი