ახალი ამბები

არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება – დუდა

22 მაისი, 2022 • 979
არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება – დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მიმდინარე ომზე ისაუბრა. მისი თქმით, ის არ მოისვენებს სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება.

“გაჩნდა შემაშფოთებელი ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინამ პუტინის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს. მხოლოდ უკრაინელებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი… თუ უკრაინა შეეწირა ეკონომიკური მიზეზებსა და პოლიტიკურ ამბიციებს – მისი ერთი სანტიმეტრიც კი – ეს იქნება დიდი დარტყმა არამხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის…

მე არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება”, – განაცხადა მან.

დუდა პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის რადაში სიტყვით გამოვიდა და პარლამენტს მიმართა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს პოლონეთის პრეზიდენტის მესამე ვიზიტია უკრაინაში. ის მეზობელ ქვეყანას ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 23 თებერვალს ეწვია, მოგვიანებით კი ომის მიმდინარეობისას 13 აპრილს ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი