ახალი ამბები

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესაში პლაჟის ტუალეტი დაინგრა — უკრაინა

20 მაისი, 2022 • 2092
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესაში პლაჟის ტუალეტი დაინგრა — უკრაინა

უკრაინის სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ სარაკეტო იერიში მიიტანა საზღვაო ქალაქ ოდესაზე.

მათი ინფორმაციით, რაკეტა პლაჟზე არსებულ ტუალეტს დაეცა. შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმას არც სხვა სახის ზიანი გამოუწვევია.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა სამი მიმართულებიდან და ქალაქების დაბომბვა დაიწყო როგორც ავიაციით, ისე არტილერიით. რუსული არმიის თავდაპირველი გეგმა, რომლის მიზანიც დედაქალაქ კიევის აღება იყო, ჩავარდა და მათ კიევის ოლქიდან ჯარი მთლიანად გაიყვანეს. რუსულმა არმიამ უკან დაიხია ხარკოვიდანაც. ამჟამად ბრძოლები, ძირითადად, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარეობს. ომს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 10 მილიონამდე ადამიანი კი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი, 4.5 მილიონმა კი ქვეყანა დატოვა.

მთავარ ფოტოზე: ზოგადი ილუსტრაცია. არ ასახავს ოდესის სანაპიროს დაბომბვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი