ახალი ამბები

ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს – მიშელი

17 მაისი, 2022 • 1198
ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს.

მიშელის თქმით, ღარიბაშვილთან ასევე იმსჯელა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერაზე.

„ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. მაგრამ მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრების მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი