ახალი ამბები

უკრაინამ მიხაილ ფრიდმანს $420 მილიონის აქტივები ჩამოართვა

17 მაისი, 2022 • 1012
უკრაინამ მიხაილ ფრიდმანს $420 მილიონის აქტივები ჩამოართვა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს 420 მილიონი დოლარის ოდენობის აქტივები ჩამოართვეს.

როგორც „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს, რუს ოლიგარქს კვიპროსული კომპანიის ფასიანი ქაღალდები ჩამოართვეს, რომლის ღირებულება 12.5 მილიარდი უკრაინული ჰრივნაა (419.7 მილიონი აშშ დოლარი) და ის უკრაინაში არსებული ბანკის საკუთრებაში იყო. ფეისბუკ პოსტში ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ საუბარია ალფა-ბანკზე, რომელიც მიხაილ ფრინმა დააარსა.

გამოცემა წერს, რომ მიხაილ ფრიდნმანი მის ბიზნესპარტნიორთან, პეტრ ავენთან ერთად ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. სანქციები ასევე დაეკისრა მის მიერ დაფუძნებულ ბანკ „ალფასაც“.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ინფორმაციით, ორივე მათგანმა სანქცირების დაკისრებიდან მეორე დღეს დატოვეს პოსტები ლონდონში მოქმედი საინვესტიციო კომპანია LetterOne-ის ბორდში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ფრიდმანის ქონება, „ბლუმბერგის“ მიხედვით, 10.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ევროკავშირის შეფასებით კი ოლიგარქი „პუტინის ახლო გარემოცვის მთავარი დამფინანსებელია“.

„ბიზნეს ინსაიდერი“ აღნიშნავს, რომ მიხაილ ფრიდმანმა რუსეთის შეჭრას უკრაინაში „დიდი ტრაგედია“ უწოდა. მანამდე მან „როიტერსს“ განუცხადა, რომ მის მიმართ ევროკავშირის მიერ დაკისრებული სანქციები „უსამართლო და უსაფუძვლოა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი