ახალი ამბები

რუსეთში პიონერების მსგავს ახალ საბავშვო მოძრაობას აყალიბებენ – მედია

17 მაისი, 2022 • 1518
რუსეთში პიონერების მსგავს ახალ საბავშვო მოძრაობას აყალიბებენ – მედია

საბჭოთა კავშირის პიონერების ორგანიზაციის შექმნიდან ასი წლისთავზე რუსეთში ახალ საბავშვო მოძრაობას აყალიბებენ. ამის შესახებ „მედუზა“ რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნის შესახებ კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმას შესაძლოა 19 მაისს წარედგინოს –  საბჭოთა პიონერების შექმნის დღიდან ასი წლისთავზე.

გამოცემა RBK-ს ერთ-ერთმა წყარომ ახალი მოძრაობის შექმნის აუცილებლობა ბავშვებსა და მოზარდებში „პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების“ გაღვივებით ახსნა.

თუმცა, რუსული წყაროები ამბობენ, რომ ახალი მოძრაობის პიონერებთან ანალოგია არასწორია, რადგან მასში გაწევრიანება სავალდებულო არ იქნება. მათივე ინფორმაციით, ახალი სტრუქტურა შესაძლოა შეიქმნას უკვე არსებული რუსული სკოლის მოსწავლეთა მოძრაობის საფუძველზე.

პიონერები ბავშვთა კომუნისტური ორგანიზაციის წევრები იყვნენ. ვლადიმერ ლენინის სახელობის საკავშირო პიონერული ორგანიზაცია  სსრკ-ში 1922 წლის 19 მაისს ჩამოყალიბდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი