ახალი ამბები

საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ეწვევა

16 მაისი, 2022 • 1045
საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ეწვევა

18-19 მაისს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ეწვევა.

ის უწყებათა შორის დელეგაციას უხელმძღვანელებს, რომელიც შეხვედრებს მოლდოვაში, საქაართველოსა და დიდ ბრიტანეთში გამართავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში ვიზიტისას სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილული იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ის, თუ თუ როგორ უნდა გააძლიეროს საქართველოს ხალხის მისწრაფებები ევროატლანტიკური მომავლისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი