ახალი ამბები

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს ევროვიზიას მარიუპოლში ვუმასპინძლოთ – ზელენსკი

15 მაისი, 2022 • 1127
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს ევროვიზიას მარიუპოლში ვუმასპინძლოთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროვიზიის კონკურსზე უკრაინის გამარჯვებას გამოეხმაურა.

„ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს — მესამედ თავის ისტორიაში და მე მჯერა, არა ბოლოჯერ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს უკრაინულ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს. თავისუფალ, მშვიდობიან და აღდგენილ მარიუპოლში“, — წერს ზელენსკი.

ის მადლობას უხდის გამარჯვებისთვის Kalush Orchestra-ს და ყველას, ვინც უკრაინას ხმა მისცა.

„დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვებული აკორდი შორს არ არის“, — დასძინა ზელენსკიმ.

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania გახდა.

უკრაინელმა შემსულებელმა ჯამში 631 ქულა დააგროვეს, რითაც მეორე ადგილზე გასულ გაერთიანებულ სამეფოს, რომელსაც 466 ქულა ჰქონდა, უდიდესი სხვაობით მოუგეს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინას კონკურსში გამარჯვება მიულოცა.

„ეს არის არა მხოლოდ თქვენი ნიჭის, არამედ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერის აშკარა ასახვა. წარმოუდგენლად ვამაყობ სემ რაიდერით, თუ როგორ ბრწყინვალედ წარმოადგინა დიდი ბრიტანეთი“, — წერს ჯონსონი.

ეს უკრაინისთვის ევროვიზიის კონკურსზე მესამე გამარჯვებაა.

ევროვიზიის ფინალში სიმღერის შესრულების შემდეგ უკრაინელმა შემსრულებლებმა მსოფლიოს სცენიდან მიმართეს და „აზოვსტალის“ დახმარება სთხოვეს.

„ყველას გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ „აზოვსტალს“, ახლავე!“, – მიმართეს მსოფლიოს უკრაინელმა კონკურსანტებმა.

ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი