საზოგადოება

ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა

15 მაისი, 2022 • 3089
ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania გახდა.

უკრაინელმა შემსულებელმა ჯამში 631 ქულა დააგროვეს, რითაც მეორე ადგილზე გასულ გაერთიანებულ სამეფოს, რომელსაც 466 ქულა ჰქონდა, უდიდესი სხვაობით მოუგეს.

ეს უკრაინისთვის ევროვიზიის კონკურსზე მესამე გამარჯვებაა.

წლევანდელი ევროვიზია განსაკუთრებული იმითაც, რომ ის უკრაინაში რუსეთის ფონზე მიმდინარეობდა. სწორედ ამიტომ, ევროვიზიის ფინალში სიმღერის შესრულების შემდეგ უკრაინელმა შემსრულებლებმა მსოფლიოს სცენიდან მიმართეს და „აზოვსტალის“ დახმარება სთხოვეს.

„ყველას გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ „აზოვსტალს“, ახლავე!“, – მიმართეს მსოფლიოს უკრაინელმა კონკურსანტებმა.

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის ევროვიზიაზე ქვეყანას მუსიკალური ჯგუფი Circus Mircus [ცირკუს მირკუსი] წარმოადგენდა, რომელიც ფინალში ვერ გადავიდა.

ქართველმა მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ 6 ქულა დაუწერა. უმაღლესი 12 ქულა კი ქართველი ჟიურისგან გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო.

წლევანდელი კონკურსი იტალიის ქალაქ ტურინში იმართებოდა და მასში 40 ქვეყანა მონაწილეობდა.

განახლება. 15 მაისი, 08:30: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. შესაბამისად, კონკურსის მიმდინარეობისას გამოცხადებული 6 ქულა შეცდომა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი