ახალი ამბები

სოდის თანამშომლებმა ექიმ–ნარკოლოგები დააკავეს

29 მარტი, 2010 •
სოდის თანამშომლებმა ექიმ–ნარკოლოგები დააკავეს

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა”ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის” ექიმ ნარკოლოგები მათსავე სამუშაო ოთახებში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ეჭვმიტანილები არიან: ექიმ–ნარკოლოგი მარინე ბეგაშვილი, მანანა კეჟევაძე, ეკა კორძაძე. გარდა ამისა დაკავებულია ცენტრის დირექტორი ნოდარ თარხნიშვილი და  ასევე ფსიქოტროპული აფთიაქის მფლობელი თამარ სარდანაძე.

“მათი სამუშაო მაგიდისა და ბინების ჩხრეკისას ამოღებულია უკანონოდ შეძენილი და მართლსასაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ტრამადოლი”, რომელსაც იყენებდნენ არარეგისტრირებული  პაციენტებისათვის კლინიკის გვერდის ავლით.”– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინტერნეტ გვერდის ცნობით, დაკავებულმა ეჭვმიტანილებმა დანაშაული აღიარეს, რის დასადასტურებლადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე ნარკოლოგების აღიარებითი ჩვენების ვიდეოა გავრცელებული.

გამოძიებას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის კოდექსის 260-ე და 264-ე მუხლებით.

სისხლის სამართლის 260–ე მუხლია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორსორის უკანონო დამზადება, შეძენა შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება და ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლია ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მისაკუთრება ან გამოძალვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 დან 4 წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი