ახალი ამბებირეკლამა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ვეკუას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

13 მაისი, 2022 • 1042
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ვეკუას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.

მოსწავლეებს სსე-ის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი შეხვდა, რომელიც უფროსკლასელებს ენერგეტიკის დარგის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში არსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის მართვაზე. ჩაუტარდათ პრეზენტაცია ზოგადი ენერგეტიკის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფუნქციონირების და მისი როლის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ვიზიტის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო პოლიგონი და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირებაში.

მოსწავლეების ვიზიტი შემეცნებითი ტურის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც სსე ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, 2016 წლიდან ახორციელებს და მასში თბილისისა თუ რეგიონის ათეულობით სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი