ახალი ამბები

სიამოვნებით შევუერთდები ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას – სარჯველაძე

13 მაისი, 2022 • 783
სიამოვნებით შევუერთდები ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, თავადაც დიდი სიამოვნებით შეუერთდება.

ამის შესახებ მან 12 მაისს „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

„მე არ მსმენია აქციის შესახებ. [ბიძინა ივანიშვილის შეიძლება დაცვა დასჭირდეს] იმ ფაქტორებისგან, რამაც შეიძლება განაპირობა ასეთი დამთხვევები. შეიძლება ამ ფატქორებისგან დასაცავად ღირდეს იმის ჩვენება, როგორია ქართველი ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. რატომაც არა? – ასეთი აქციის გამართვის შემთხვევაში, თუ ასეთ საჭიროებას ვინმე დაინახავს და დააორგანიზებს, რასაკვირველია, სიამოვნებით შევუერთდები.

იმიტომ, რომ მე ვგრძნობ და მაქვს განწყობა, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, საქართველო იყოს პაიკი. მე ასე არ ვხედავ ჩემს ქვეყანას და ვინც ამ  ქვეყნის წინააღმდეგ ამ გზით სიარულს აპირებს და ხერხად გამოყენებას, რომ ანტიდასავლურობაში დაადანაშაულოს ეს პარტია ან ივანიშვილი…“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში არსებობენ გავლენიანი ძალები, რომელთაგანაც  აშკარად იგრძნობა, რომ  რუსეთის დასასუსტებლად საქართველოში ომი უნდა გამოცხადდეს.

„მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ დავუშვათ ეს ასეა. არ იფიქროთ, რომ არესტოვიჩის ან დოლგოვის და ვიღაცების განცხადებებია და ასე თავისთავად სიზმარივით გაჩნდა, არ  არის ეს ასე“, – განაცხადა სარჯველაძემ.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს პოლიტიკური მოტივით ფინანსური ოპერაციების შეფერხებაში ადანაშაულებს და განმეორებით უჩივის. მმართველ პარტიაში კი არ გამორიცხეს, რომ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

ხათუნა ხოფერიამზაზა შათირიშვილმალევან ნიკოლეიშვილმა და დავით ქართველიშვილმა, რომლებიც ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ანალიტიკოსებად პოზიციონირებენ, გაავრცელეს აზრი, თითქოს გარკვეულ ძალებს სურთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა ამ „პროექტის“ ნაწილია. მათი განცხადებები აქტიურად გააშუქა პროსამთავრობო მედიამ. ამასთან, ხათუნა ხოფერიამ და ზაზა შათირიშვილმა აღნიშნულში ღიად დაადანაშაულეს ამერიკის შეერთებული შტატები. მმართველ გუნდში ხათუნა ხოფერიას შეკითხვებს “ლეგიტიმური” უწოდეს, თუმცა მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებებში მმართველი გუნდის წევრებმა სტრატეგიული პარტნიორის დადანაშაულება უარყვეს.

პარალელურად კი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მათ შორის გია გაჩეჩილაძე(„უცნობი“), ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვაზე ალაპარაკდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი