ახალი ამბები

ეროვნული საბჭოს ბრალდება

8 აგვისტო, 2011 •
ეროვნული საბჭოს ბრალდება

 “ეროვნული საბჭო” ცესკოს მიმართავს გამოითხოვოს ინფორმაცია  სპორტის სასახლის ადმინისტრაციისგან  რა თარიღიდან გახდება სპორტის სასახლის არენა ხელმისაწვდომი საჯარო ღონისძიებების გასამართად, რადგან ეჭვობენ, რომ სასახლის ხელმძღვანელობამ უარი პოლიტიკური მოტივით უთხრა.

განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “ეროვნულმა საბჭომ” 24 მარტს შეიტანა.

დარბაზის დაქირავების თხოვნით კი  საბჭომ სპორტის სასახლის ადმინისტრაციას 15 მარტს მიმართა.

„რამოდენიმე დღეში მივიღეთ პასუხი, რომ სპროტის სასახლეში სარემონტო სამუშოები ჩატარდებოდა, წერილობითი პასუხის მიღებამდე კი ჩვენ მათგან ზეპირი თანხმობა მივიღეთ.  გვითხრეს, რომ სპორტის სასახლის იჯარასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნებოდა“ –აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარშიკონსერვატული პარტიის გენერალური მდივანი კახა კუკავა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპორტის სასახლის იურისტი ია შალიკაშვილი ამბობს, რომ მათთან ხალხის პარტიის წარმოამდგენელი ლადო ბოჟაძე  მივიდა. “მან  მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია გაარკვია, რა ღირს დარბაზი, რამდენი სკამი ეტევა და ა.შ   გვითხრა, რომ დაგვიკავშირდებოდა ორი კვირის შემდგომ.  ჩვენ თანხმობა მაშინაც არ მიგვიცია, ვუთხარით რომ გადავხედავდით გრაფიკს.  მეორე დღეს განცხადებების გაკეთება დაიწყეს.  გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ უკვე ხელშეკრულება გავაფორმეთო. სინამდვილეში არანაირი ხელშეკრულება, იურიდიული დოკუმენტი არ არსებობდა,  სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ ყოფილა“.

კუკავას განცხადებით, უარი სპორტის სასახლის მხრიდან შეკვეთიდან ორ დღეში მიიღეს. კონსერვატორების ლიდერი საეჭვოდ მიიჩნევს ფაქტს, რომ სარემონტო სამუშაოები სწორედ 9 აპირილის შემდეგ მთავრდება. მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია რომ 10 აპრილს ამ დარბაზში ღონისძიებაა დაგეგმილი.

სპორტის სასახლის მმართველი კომპანიის ლოჯიკ გრუპის დირექტორის მოადგილე მიხეილ ეძგვერაძე უარის მიზეზად მხოლოდ დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშოებს ასახელებს. „დაახლოებით ერთი თვის წინ  მოხდა მოკლე ჩართვა. მოიშლა განათების სისტემა.  პირდაპირი რეპორტაჟიც ჩიშალა იმ დღეს და გადაიდო სუპერლიგის ტური. სწორედ განათების  პრობლემებთნ არის დაკავშირებული დაგეგმილი სარემონტო სამუშოები“ აცხადებს ეძგვერაძე და აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ 10 აპრილს არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი.

საქართველოს კონსერვატიული პარტიის ხელმძვანელის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივარში წერია:  “სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილ სააქციო საზოგადოებას. სახელმწიფო რესურსის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა პოლიტიკური მსოფმხედველობის ნიშნით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ თანასწორობის პრინციპს და საარჩევნო კოდექსის ზ/აღნიშნული ნორმით დაცულ თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას“.

რატომ გახმაურდა აღნიშნული ფაქტი სპორტის სასახლის მხრიდან დარბაზის გაქირავებაზე უარის მიღებიდან 10 დრის შემდეგ? ამ კითხვაზე კუკავა პასუხობს „ მანამდე საჩივარი მომზადდა იურიდიულად, გარდა ამისა გასულ კვირაში სხვა ღონისძიებები იყო, ამიტომ გახმაურდა მაშინ, როცა ჩავთვალეთ რომ ამისთვის სესაფერისი დრო იყო“

სპორტის სასახლეს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კომპანია „ლოჯიკ გრუპის“  განკარგავს. ლოჯიკ გრუპი” 2007 წლის 11 აპრილს დაფუძნდა. ამავე წელს, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მთავრობის 7 მარტის, #06.26.193 დადგენილებით გამოცხადებულ კონკურსში, შ.პ.ს “სპორტის სასახლის” ქალაქ თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში არსებული 100% წილის თხოვების სახით (შემდგომში “მართვის უფლებით”) გადაცემის შესახებ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი