ახალი ამბები

უკრაინა ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის მესამედს აჩერებს

10 მაისი, 2022 • 1199
უკრაინა ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის მესამედს აჩერებს

უკრაინა ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის მესამედს აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ Unian ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ბუნებრივი აირის ტრანზიტი რუსული მხარის ქმედებების გამო შეუძლებელი ხდება, რადგანაც რუსულ ჯარებს დაკავებული აქვთ ტერიტორიები, სადაც ოპერაციული სადგურებია განთავსებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა 11 მაისიდან შეწყვეტს გაზის მიწოდებას დროებით ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში მდებარე სადგურიდან, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის მესამედს შეადგენს.

კომპანიის განცხადებით, რომელიც ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა, ფორსმაჟორიული სიტუაციის გამო შეუძლებელია გაზის ტრანსპორტირება „სოხრანოვკას“ და „ნოვოპსკოვის“ სადგურებიდან, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი