მთიან ყარაბაღში, სადაც 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ და მეორე ოფიციალურ ენად რუსული ენა გამოცხადდა, 2022 წლის 9 მაისს გაიმართა “უკვდავი პოლკის” მსვლელობა. ქალაქ სტეპანაკერტში კი პატრიოტიზმისა და “სამამულო ომის” შესახებ ბანერები რუსულ და სომხურ ენებზე ჩამოჰკიდეს.
მსვლელობა წითელი დროშით, რომელზეც ნამგალი და უროა გამოსახული, დისკუსიის საგანი გახდა სოციალურ ქსელებში, სადაც გამოთქვეს მოსაზრება, რომ თავად მოსკოვიც კი არ იყენებს კომუნისტურ დროშას ასეთი მასშტაბით და “პაპზე მეტი კათოლიკე რატომ ვართ?” ზოგიერთი ამართლებდა ამ ფაქტს იმით, რომ ყარაბაღში არსებობს კომუნისტური პარტია, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმოებს და “ეს სავსებით ნორმალურია”.
წელს პირველად არ ჩასულა 9 მაისს სტეპანაკერტში სომხეთის სამთავრობო დელეგაცია.
პუტინის ბანერი სტეპანაკერტის შესასვლელში; ფოტო: მარუტ ვანიანი; 9 მაისი/ 2022“ბრძოლა არ დასრულებულა, სიჩუმე დანაშაულია”ბანერი წარწერით “უკვდავი პოლკი” სტეპანაკერტში; Civilnet Zhanna Avagyanმსვლელობა სტეპანაკერტში 9 მაისს; Civilnet Zhanna Avagyanარაღიარებული მთიანი-ყარაბაღის პრეზიდენტი, არაიკ არუთუნიანი 9 მაისის სამგლოვიარო ღონისძიებაზე; სტეპანაკერტი; ფოტო: მარუტ ვანიანი, 9 მაისი, 2022“დიდება თაობას, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა”“არა ფაშიზმს, არა რასიზმს, არა ნაციზმს”; სტეპანაკერტი, მარუტ ვანიანი“როდესაც ერთიანები ვართ, დაუმარცხებლები ვართ”; სტეპანაკერტი; ფოტო: მარუტ ვანიანისასტუმრო “ევროპა” სტეპანაკერტში, რომელთანაც 9 მაისს პატრიოტული სიმღერები ჟღერდა
ძმათა სასაფლაოზე სტეპანაკერტშიძმათა სასაფლაოზე სტეპანაკერტშიახალგაზრდები “ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიებაზე” სტეპანაკერტში 9 მაისსმაღაზია; სიმბოლო Z, რომელიც ყარაბარში უკრაინაში რუსეთის ომამდე გაჩნდაახალგაზრდები ძმათა სასაფლაოზე სტეპანაკერტშიმსვლელობა სასულიერო პირების მონაწილეობით 9 მაისს;სტეპანაკერტი 9 მაისსსტეპანაკერტი 9 მაისს2022 წლის 9 მაისს ყარაბაღში არცერთი სომეხი ოფიციალური პირი არ ჩასულა. 2018 მაისი, ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღში