ახალი ამბები

ჰარცელის პროგნოზით, კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრება ივნისში მზად იქნება

9 მაისი, 2022 • 545
ჰარცელის პროგნოზით, კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრება ივნისში მზად იქნება

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრებას ივნისში ელოდება. ამის შესახებ მან დღეს, 9 მაისს განაცხადა.

ჰარცელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორია მისი პროგნოზები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

“ამ პროცესში ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური საკითხია.

ჩემი პროგნოზია, რომ შემდეგ თვეში ჩვენ ვნახავთ მოსაზრებას და, სულ მცირე,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების  პირველ გადაწყვეტილებებს, რაზეც მე ახლა ვერ ვისპეკულირებ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველომ ევროკომისიისგან კითხვარი  ორ ნაწილად მიიღო. კითხვარის პირველი ნაწილი ქვეყანამ უკვე შეავსო და ევროკომისიას გადასცა. როგორც მთავრობა აცხადებს,  შევსებულია კითხვარის მეორე ნაწილიც, რომელსაც ევროკომისიას 10 მაისს გაუგზავნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი