უკრაინაში მოკლეს 25 წლის ბურიატი ტანკისტი, რომელიც რუსეთში 2021 წელს ჩატარებული სატანკო ბიატლონის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო.
ბატო ბასანოვი 14 მარტს გარდაიცვალა, თუმცა ცნობები ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტელეგრამის სხვადასხვა არხმა.
იგი ბურიატეთში, საკუთარ ქალაქში 6 მაისს დაკრძალეს.
ტანკების ბიატლონი შეჯიბრია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს რუსულ არმიაში. ბიატლონში ტანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან ზუსტ სროლასა და მანევრირებაში. მისი ინსპირაცია ბიატლონია. ტანკებს ბიატლონში საერთაშორისო ასპარეზობებიც იმართება, რომელშიც რუსეთთან ერთად სხვა ქვეყნების ტანკისტებიც მონაწილეობენ.