ახალი ამბები

რუსები კვლავ აზოვსტალში არიან, ბრძოლა გრძელდება – აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე

5 მაისი, 2022 • 2660
რუსები კვლავ აზოვსტალში არიან, ბრძოლა გრძელდება – აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე

„აზოვის“ პოლკის მეუთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები კვლავ იმყოფებიან „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე და ბრძოლები გრძელდება.

„კიდევ ერთხელ [ვაცხადებ]: არავის არავინ არ განუდევნია. ისინი [რუსები] ქარხანაში არიან. მიმდინარეობს მძიმე ბრძოლა“, – განაცხადა პალამარმა უკრაინულ 24-ე არხთან საუბარში.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა „ტელეგრამში“ დაწერა, რომ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანა რუსი აგრესორებისგან „გაწმენდილია“, თუმცა ბრძოლები მაინც გრძელდება და უკრაინელი მებრძოლები წინააღმდეგობას უწევენ მოწინააღმდეგის რაზმებს.

წინა დღით მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ დაკარგეს კავშირი ქარხანაში მყოფ მებრძოლებთან. მოგვიანებით დავით არახამიამ განაცხადა, რომ მებრძოლებთან კავშირი აღდგა, თუმცა ქარხნის ტერიტორიაზე შეაღწია რუსი აგრესორების ნაწილმა.

აზოვსტალი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანაა, სადაც ქალაქის ბოლო მცველები არიან გამაგრებულები. რამდენიმე დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მათ აქტიურად უტევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი