ახალი ამბები

ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა

4 მაისი, 2022 • 702
ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის”,, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი