ახალი ამბები

„შანსი არ არსებობს, სისულელეა“ – პესკოვი 9 მაისს „ომის გამოცხადებაზე“

4 მაისი, 2022 • 731
„შანსი არ არსებობს, სისულელეა“ – პესკოვი 9 მაისს „ომის გამოცხადებაზე“

კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია 9 მაისს უკრაინისთვის ომისა და საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს ამ დრომდე უწოდებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და არა ომს.

თუმცა ბოლო პერიოდში დასავლელ პოლიტიკოსებსა და პრესაში არის მოლოდინი, რომ 9 მაისს, – როდესაც ყოფილი სსრკ-ის ქვეყნები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას აღნიშნავენ, – რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად გამოუცხადებს ომს უკრაინას და საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს.

თუმცა დმიტრი პესკოვი ამას უარყოფს და აცხადებს: „ამის შანსი არ არსებობს. სისულელეა“.

კრემლის პრეს-სპიკერის განცხადებით, ხალხი არ უნდა აჰყვეს „სპეკულაციას“, რომლის თანახმადაც ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება მობილიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი