ახალი ამბები

9 მაისს პუტინმა შესაძლოა ომი ოფიციალურად გამოაცხადოს – CNN

3 მაისი, 2022 • 1957
9 მაისს პუტინმა შესაძლოა ომი ოფიციალურად გამოაცხადოს – CNN

აშშ-ის და დასავლეთის თანამდებობის პირები ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადებს. ეს რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, სარეზერვო ძალების სრული მობილიზაცია გამოაცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, დასავლეთში დიდი ხანია საუბრობენ, რომ პუტინი გამოიყენებს 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას იმისთვის, რათა განცხადება გააკეთოს ან სამხედრო მიღწევების, ან საომარი მოქმედებების ესკალაციის შესახებ – ან ორივეს შესახებ ერთად. საბოლოოდ კი დასავლეთში ერთ შესაძლო სცენარამდე მივიდნენ, რაც გულისხმობს 9 მაისს უკრაინაში ომის შესაძლო გამოცხადებას.

ამ დრომდე რუსეთი უკრაინაში შეჭრას არა ომს, არამედ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.

CNN განმარტავს, რომ ომის ოფიციალურმა გამოცხადებამ შესაძლოა საზოგადოებაში გააძლიეროს უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი განწყობები. ასევე, კანონის თანახმად, ეს პუტინს უფლებას მისცემს, რომ გამოაცხადოს სარეზერვო ძალების მობილიზება და გაიწვიოს წვევამდელები.

მასალების გადაბეჭდვის წესი