ახალი ამბები

„ვისაუბრეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე“ – ღარიბაშვილი ილია II-ს შეხვდა

3 მაისი, 2022 • 1119
„ვისაუბრეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე“ – ღარიბაშვილი ილია II-ს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ღარიბაშვილმა თავად გაავრცელა.

მისი თქმით,  პატრიარქთან განიხილა ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.

„საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი