ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაუმორჩილებლობის აქციები სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

2 მაისი, 2022 • 2242
დაუმორჩილებლობის აქციები სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

სომხეთში ოპოზიციის დაუმორჩილებლობის აქცია გრძელდება. როგორც azatutyun.am წერს, დღეს, 2 მაისის დილის 8:30 საათიდან, აქციის მონაწილეებმა ერევნის ათზე მეტი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო.

ქუჩის აქციები სომხეთში ოპოზიციამ ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის საკითხზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთისგან მოითხოვს თამასის დაწევას ყარაბაღის სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ოპოზიციის მტკიცებით, ფაშინიანის მთავრობა გეგმავს, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს და, შესაბამისად, მოქალაქეებს მოუწოდებენ, ფაშინიანის გადაყენების გზით ხელისუფლების განზრახვას  ხელი შეუშალონ.

44- დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. თუმცა, სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე არ გაფორმებულა. სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, სხვა მოთხოვნების პარალელურად, აზერბაიჯანი უარს ამბობს ყარაბაღელი სომხების რაიმე განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მსჯელობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხედვაში ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები გახდებიან. ამ საკითებზე მსჯელობა სომხური ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მწვავე კრიტიკას იწვევს.

https://epress.am/

https://epress.am/

მასალების გადაბეჭდვის წესი