ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით „საქართველოს მხარდაჭერის აქტში“, რომელიც კონგრესმა მიიღო, მათ შორის, ხაზგასმულია მოწოდება საქართველოში რეფორმებზე მუშაობის გაძლიერებისა და გაგრძელების შესახებ.
„მხარდაჭრის აქტში აღნიშნულია მოწოდება კონგრესმენების მხრიდან, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს საქართველოს მხრიდან რეფორმებზე მუშაობა. ეს გულისხმობს რეფორმებს უსაფრთხოების სფეროში, დემოკრატიულ რეფორმებს სასამართლო მიმართულებით და საპარლამენტო ზედამხედველობის რეფორმებს. ეს მოწოდებებიც არის მხარდამჭერ აქტში.
თუ კი საქართველო აღნიშნული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული იქნება, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ახლო ნაბიჯი ევროკავშირსა და ნატო-ში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს მხარდაჭერის აქტი აპრილში დამტკიცდა. მას ორივე, რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიამ დაუჭირა მხარი.








