ახალი ამბები

ბაიდენი კონგრესისგან უკრაინისთვის $33 მილიარდის გამოყოფას ითხოვს

28 აპრილი, 2022 • 855
ბაიდენი კონგრესისგან უკრაინისთვის $33 მილიარდის გამოყოფას ითხოვს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით $33 მილიარდი გამოყოს და რუსი ოლიგარქების ქონების გაყინვისთვის ახალი საშუალებები გამოძებნოს.

„როიტერსის“ ცნობით, 33 მილიარდი აშშ დოლარიდან $20 მილიარდი განკუთვნილი იქნება სამხედრო აღჭურვილობისათვის/იარაღისთვის, 8.5 მილიარდი- უკრაინის მთავრობის პირდაპირი ეკონომიკური მხარდაჭერისთვის, 3 მილიარდი კი-ჰუმანიტარული დახმარებისათვის.

„ჩვენ გვჭირდება ეს პროექტი, რათა უკრაინელებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დავეხმაროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა 28 აპრილს და დასძინა: „ამ ომის საფასური იაფი არ არის, მაგრამ აგრესიისადმი თავის მოდრეკა უფრო ძვირი დაგვიჯდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი