ახალი ამბები

უკრაინაში შეჭრა მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას ცხადყოფს — სტოლტენბერგი

28 აპრილი, 2022 • 1050
უკრაინაში შეჭრა მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას ცხადყოფს — სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ალიანსს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობას უჩვენებს, როგორიც საქართველო და მოლდოვაა.

მისი თქმით, ნატო ევროკავშრითან ერთად ეძებს გზებს, თუ რა შეუძლიათ მეტი გააკეთონ აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის.

„უკრაინაში [რუსეთის] სასტიკი შეჭრა ნატოს  მიერ იმ ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობას ცხადყოფს, რომლებიც არ არიან არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრები, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო.

ეს ეხება როგორც პრაქტიკულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ვეძებთ, რა შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი