ახალი ამბები

ბაღებსა და სკოლებში დროშების აღმართვა სავალდებულო გახდა

26 აპრილი, 2022 • 1149
ბაღებსა და სკოლებში დროშების აღმართვა სავალდებულო გახდა

საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სახელმწიფო დროშების აღმართვა სავალდებულო გახდა.

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვილებას მესამე, საბოლოო მოსმენით 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, საქართველოს სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა სავალდებულო გახდა.

ცვლილებებით ასევე სავალდებულო გახდა დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი